Saturday, December 3, 2011

სხეულის ნაწილები


1.  პროექტის სახელწოდება:სხეულის ნაწილები.

2  პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები უკეთ გაეცნონ ადამიანის ანატომიას.

3. პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას სხეულის ნაწილებზე, მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა–ძიების უნარები,ტექნოლოგიურ საინფორმაციო კომუნიკაციებზე მუშაობის უნარი და მოპოვებუკლი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასაც ჰპოვებენ.

4.პროექტის მიზნები: ა) მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ ადამიანის აგებულება,ანატომია და ფიზიონომია,ასევე დააკავშირონ ნაწილებთან ფერები და დათვლა.

ბ)ჩამოუყალიუბდებათ კვლევა–ძიების,გააზრების,დამახსოვრების და გაანალიზების უნარები.

გ)ისწავლონ დამოუკიდევბლად მუშაობა და საჭირო უინფორმაციის მოპოვება.

დ)დააკავშირონ მოპოვებული მასალა ინგლისურის საგანთან,თარგმნონ სხეულის ნაწილები ინგლისურად და ისწავლონ მათი სწორად წარმოთქმა.

5.მონაწილეთა ასაკი:VI კლასი.

6.ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შექმნიან კონსპექტს, ან ფაილს კომპიუტერში,  სხეულის ნაწილებზე მოპოვებული რესურსებითა და შესაბამისი მასალის ამსახველი ჩანაწერებით, სასურველია ვიდეო მასალის დართვაც.

8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:მოძებნონ ინფომაცია

სხვადასხვა საშუალებით: სახელმძღვანელო, ბიბლიოთეკა, ენციკლოპედია, ინტერნეტი.

9.პროექტის მსვლელობა:მოსწავლეები ინგლისურის გაკვეთილზე დავყოთ 4 ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს მივცეთ კონკრეტული დავალება რომელიმე სხეულის ნაწილზე, რომელი ფგუფი მეტ სხეულის ნაწილს დამისახელებს ინგლისურად.

Iჯგუფი–თავი.

IIჯგუფი– ტანი.

IIIჯგუფი–კიდურები.

IVჯგუფი–შიდა ორგანოები.

თითოეულმა ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაია კონკრეტული დავალების შესახებ, მაგალითად: თავისა და სახის ნაწილების, მათი ზომის, ფორმისა,რაოდენობის წარმოშობისა და განვითარების მიხედვით, ასევე მათი მნიშვნელობები ინგლისურად და შემდეგ მოახდინონ მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზება, დახარისხება,ინფორმაციის შემცველი ტექსტისა და ფოტოების დახარისხება–დალაგება და მისი წარდგენა პრეზენტაციის სახით.

10.კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:შედეგი.მოსწავლეები დახვეწენ გამოთქმებს როგორც ქართულად,ასევე მათ ინგლისურ მნიშვნელობას.დაწერილობასა და წარმოთქმას,განსხვავებას ფერის, ზომის და რაოდენობის მიხედვით,ასევე ადამიანთა განსხვავებას სქესის მიხედვით.

პროექტის ხელმძღვანელი:დალი შავგულიძე

11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:dshavgulidze0@gmail.com

12.პროექტის ვებ–გვ/ბლოგიhttp://dshavgulidze01.blogspot.com/

დალი შავგულიძე

გამარჯობა,მე ვარ დალი შავგულიძე{დარინა},დაბადებული 1988წლის23 მაისს.